The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი

ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი
Date of birth:22 April, 1819
Date of death:18 April, 1892  (at 72 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჰაინე, გერმანია.

1841 წელს თავადმა გოლიცინმა თავისი შვილების აღსაზრდელად ჩამოიყვანა მოსკოვში, ხოლო 1844 წელს კავკასიის მთავარმართებელმა ა. ნეიდგარტმა მოიწვია საქართველოში - თბილისის გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად. აქ ბოდენშტედტი ბევრს მოგზაურობდა, მოიარა მესხეთი, იმერეთი, გურია; აგროვებდა მასალას წიგნისათვის "კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც გამოსცა გერმანიაში 1848 წელს. ამ წიგნში ავტორი მიმოიხილავს საქართველოს წარსულს, გადმოსცემს ცნობებს თამარ მეფის შესახებ; საქართველოში მოგზაურობის შედეგი იყო აგრეთვე მისი წიგნი "ათას ერთი დღე აღმოსავლეთში"(ტ. 1-2, 1849-1850); ჩვენი ქვეყნის შესახებ მოგზაურთა და მკვლევართა ნაშრომებიდან შეძენილი ცოდნა ბოდენშტედტმა საკუთარი დაკვირვებითაც გაამდიდრა; წიგნში გვხვდება მოგზაურობის შთაბეჭდილებები, ბუნების სურათები, ისტორიული ძეგლების აღწერა, მოთხრობილია ისტორიული ამბები, გადმოცემულია თქმულებები და ლეგენდები. ავტორი საქართველოს ისტორიას ხატავს როგორც ნგრევისა და აღდგენის მრავალსაუკუნოვან ეპოპეას. აქვე პირველად გვხვდება მირზა შაფის (ვაზეჰი) სახე და პოეტური ნიმუშები, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ევროპაში, განსაკუთრებით მას შემდეგ,  რაც ბოდენშტედტმა გამოსცა ახალი წიგნი "მირზა შაფის სიმღერები" (1851). იგი ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა და ერთ-ერთი გახმაურებული ლიტერატურული დავის საგანიც გახდა; წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ბოდენშტედტმა მირზა შაფის ლექსები თავის ორიგინალურ ნაწარმოებად გამოაცხადა, მაგრამ გავრცელდა სხვა მოსაზრებებიც. ეს ლექსები ისეთივე ბრწყინვალე თარგმანი იყო რეალურად არსებული სპარსულენოვანი აზერბაიჯანელი პოეტის თხზულებებისა, როგორც ადრე ბოდენშტედტის მიერ გერმანულ ენაზე გადმოღებული  ჰაფეზისა და ხაიამის ლექსები. "მირზა შაფის სიმღერებში" გვხვდება სიმღერები ღვინოზე, ვარდზე, სიყვარულზე, თბილისზე, ჩინებული აფორიზმები, სენტენციები, სატირები და სხვ. ბოდენშტედტმა გადაარჩინა პოეტის სახელიცა და ქმნილებაც, მით უმეტეს, რომ მირზა შაფის არც ერთი ლექსი მთლიანად სპარსულ ენაზე არ დარჩენილა. ამავე დროს ბოდენშტედტმა შექმნა ორიგინალური ლექსების ციკლი თბილისზე: "დილა თბილისში", "თბილისის ვარდი", "საქართველო", "არ გამიწყრე", "მხოლოდ შენ ერთს", "ნინო" და სხვ. მასვე ეკუთვნის პოემა "ლეკის ქალი ადა" (1853), "ლექსები"( 1888-1890), ტრაგედია "დიმიტრი" (1856) და სხვ. გერმანელი მწერალი, გვიანდელი ეპიგონური რომანტიზმის ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.453

Bibliography


Share: