შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა ბერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის მე-14 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულებისთანავე მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში", შემდეგ კი — "აფხაზეთის რესპუბლიკაში". აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, ბოლოს კი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ გაუჩინარდა. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |