The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საშა ბერულავა

საშა ბერულავა
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბერულავა
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის მე-14 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულებისთანავე მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში", შემდეგ კი — "აფხაზეთის რესპუბლიკაში". აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, ბოლოს კი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ გაუჩინარდა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდგომ)
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის

გააზიარე: