The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედორე ბაიერი

ოფიციალური სახელი:ფრიდრიხ ბაიერნი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1817
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1886  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მკვლევარი, პალეონთოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტრანსილვანიის კრონშტანდტი.

1849 წლიდან მოღვაწეობდა კავკასიაში. 1855 წელს დასახლდა თბილისში და დიდუბეში გახსნა "ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი". 1859-1863 წლებში იყო კავკასიის მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყოფილების კურატორი. გეოლოგიური, ბოტანიკური და ენტომოლოგიური მასალის შეგროვების მიზნით მოიარა სომხეთი, დაღესტანი და თითქმის მთელი საქართველო. მისი შეკრებილი მასალის მიხედვით აღწერეს მეცნიერებისათვის მანამდე უცნობ მცენარეთა რამდენიმე სახეობა. ზოგიერთს ბაიერნის სახელი ეწოდა. 1868 წელს მან თავისი კოლექცია (32686 ექსპონატი) გადასცა ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს. არქეოლოგიით დაინტერესდა 1859 წელს, როდესაც არარატის ფერდობზე, იგდირთან აღმოაჩინეს ურარტული ლურსმული წარწერები. სიცოცხლის ბოლო 20 წელი არქეოლოგიის კვლევას მოახმარა. აფხაზეთში აღმოაჩინა დოლმენები; გათხარა ადრინდელი შუა საუკუნეევბის სამაროვნები შავი ზღვის პირას, სართიჭალასა და დუშეთთან; გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი "რედკინ ლაგერი" დილიჟანის ხეობაში; არქეოლოგიური ძიება ჩაატარა ყაზბეგში, ურბნისსა და ნიჩბისში. 1872 წელს დაიწყო სამთავროს სამაროვნის გათხრა, სადაც გამოავლინა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხები და, აგრეთვე, მინის საწარმოს ნაშთები. გათხრების ანგარიშებს აქვეყნებდა რუსულად (თბილისში), გერმანულად (ბერლინსა და ვენაში) და ფრანგულად ლიონში. ბაიერნის გათხრებით მსოფლიო მეცნიერება პირველად გაეცნო საქართველოს არქეოლოგიურ სიძველეებს. განათხარის ბაიერნისეულ დათარიღებას და ისტორიულ გააზრებას სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმდროინდელი ქართველი, რუსი და ევროპელი მეცნიერები. ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.336


გააზიარე: