The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბლუაშვილი

ნიკოლოზ ბლუაშვილი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1938  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, შორაპნის მაზრა.

ადრეული ასაკიდნა მუშად მუშაობდა; 1919-1920წწ. ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას საქართველოში; 1920 წელს დააპატიმრეს კომუნისტური აგიტაციისათვის, იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, 1921-1922წწ.  მუშაობდა ხარაგაულის რაიონის საქართველოს კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1922 წელს - შორაპნის მაზრის პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორი; 1922-1923წწ. - ჭიათურის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველოს ცკ კომპარტიის ინსტრუქტორი; პარალელურად 1923 წელს საქართველოს კპ-ის მობილიზაციით გაიგზავნა წითელ არმიაში პოლიტმუშაკად; იყო ასეულის პოლიტხელი, ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1929 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული კურსები უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის და დაინიშნა პირველი ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრად; 1932 წლიდან ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1933 წლიდან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1936 წლიდან კი ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსი. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალდებად წაუყენეს კონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; 1938 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. 

წყარო: სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის კერძო არქივი: photo-war.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1919-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: