შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიგრან ავეტისიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1908 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წელს აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრად. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის სექტემბერში, დამატებითი არჩევნების შედეგად, ჩაირიცხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, პარტია "დაშნაკცუტიუნის" სიით; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დარჩა თბილისში და აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ დააპატიმრეს. დახვრიტეს 1938 წლის 26 მაისს. რეაბილიტირებულია 1957 წლის 8 ივნისს - კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 10 ივლისს - კრასნოიარსკის მხარის პროკურატურის მიერ. პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, პარტია "დაშნაკცუტიუნის" (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წევრი. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.147 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |