The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტიგრან ავეტისიანი

ტიგრან ავეტისიანი
Date of birth:18 February, 1891
Date of death:26 May, 1938  (at 47 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1908 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წელს აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრად. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის სექტემბერში, დამატებითი არჩევნების შედეგად, ჩაირიცხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, პარტია "დაშნაკცუტიუნის" სიით; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დარჩა თბილისში და აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ დააპატიმრეს. დახვრიტეს 1938 წლის 26 მაისს. რეაბილიტირებულია 1957 წლის 8 ივნისს - კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 10 ივლისს - კრასნოიარსკის მხარის პროკურატურის მიერ. პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, პარტია "დაშნაკცუტიუნის" (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წევრი.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.147

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • სომხური პოლიტიკური პარტია "დაშნაკცუტიუნი", წევრი
  • ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, წევრი (1918-)

Share: