შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდ ვერნიცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნილური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1964წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში ინჟინრად; 1991 ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ, მისი ინიციატივით დაარსებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში; 1968-1994წწ. მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის, კრწანისის სამთავრებო რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის შენობის აღდგენის, რუსთაველისა და გრიბოედოვის სახელობის, ფოთის, ბათუმის, სოხუმის, ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრების სარეკონსტრუქციო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.228 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |