The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ვეფხვაძე

ზურაბ ვეფხვაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1985 წლიდან მუშაობდა იმავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, უფროსად; მონაწილეობდა სასტუმროების - "ივერიისა" და "აჭარის", სარეაბილიტაციო ცენტრის (თბილისის ზღვაზე), ბავშვთა N13 პოლიკლინიკის, N1 საშუალო სკოლის, ლუდის ქარხნის (ლილოში), მაცივრების (თევზის მრეწველობისა და ცხიმკომბინატისათვის), საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.228

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: