Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ვინოგრადოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მალოსრედნი, სმოლენსკის ოლქი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1955წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავკასტრანსმშენპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1955-1960წწ. ჯგუფის ხელმძღვანელად; 1960-1963წწ. მივლინებით იმყოფებოდა აფრიკისა და აზიის ქვეყვებში; 1963-1972წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1972 წლიდან განყოფილების გამგის მოადგილე; კურირებდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავკასტრანსმშენპროექტის" ("კავგიპროტრანსი"), სამშენებლო ორგანიზაცია "თბილმეტრომშენს", მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების - "ენგურჰესის", "გაგრა-ხოსტის" საავტომობილო ტრასის, თბილისის მეტროპოლიტენის მეტროსადგურების - "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", საშენ მასალათა მრეწველობის მსხვილი ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია მედლებით და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.228 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |