შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პროკოფი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შარდომეთი, ონის რაიონი. 1900 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მუშათა მაისობისა და რკინიგზელთა გაფიცვაში, რისთვისაც დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაასახლეს ქუთაისის გუბერნიაში, იყო აზერბაიზჯანის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის "ჰუმეთის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1905 წლის რსდმპ III ყრილობაზე შეხვდა ვ. ლენინს. 1910 წლიდან პარტიულ მუშაობას ეწეოდა დონის როსტოვსა და ყუბანში. 1914 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში, იქიდან მალე გაიქცა და დაბრუნდა პეტროგრადში, შემდეგ თბილისში, საიდანაც გაემგზავრა ტრაპიზონში ბარათოვის გვარით, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ბაქოში. ს. შაუმიანთან, ნ. ნარიმანოვთან, მ. აზიზბეკოვთან, ს. ეფენდიევთან, ი. ფიოლეტოვთან და სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბაქოს პროლეტარიატის ბრძოლას სოციალისტური რევოლუციისათვის. მონაწილეობდა რსდმპ (ბ) VI ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. 1918 წლის ივლისის დამლევს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამხობის შემდეგ, დააპატიმრეს და 1918 წლის 20 სექტემბერს ბაქოს სხვა კომისრებთან ერთად ესერებმა და ინგლისის ინტერვენტებმა დახვრიტეს. პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი 26 ბაქოელი კომისართაგანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.545 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |