შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა გოგილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1961 წელს და ბახის სახელობის მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს. 1961 წელს მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში დაიწყო. 1986 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლ. გოგილაშვილმა აქ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად მიიღო ახალი შედეგები ფერმენტის მარეგულირებელი თვისებების შესახებ, გამოიკვლია საფუარის ჰექსოკინაზის მარეგულირებელი თვისებები და ამის შემდეგ ფერმენტის კონფორმაციული ცვლილებები, გამოიკვლია ბიოქიმიური რეაქციის სიჩქარის რეგულაციის შესაძლებლობები. ის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე იყო. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შესანიშნავად უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ბიოტექნოლოგიის საქართველოში დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორია; აკად. ო. კვესიტაძესთან ერთად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტში დაარსა ბიოტექნოლოგიის კათედრა, სადაც მისი თაოსნებით მომზადდა და გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება ბიოტექნოლოგიაში. ბიოქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975, მოსკოვი). სადისერტაციო თემა - "ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ გარემოში საფუარის ჰექსოკინიზის მოქმედების თავისებურებანი". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.35-36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |