The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ზაალიშვილი

მამუკა ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1947
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 2022  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერიერის განყოფილება 1971 წელს, ამავე აკადემიის ასპირანტურა 1978 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციებში: "კურორტპროექტში", "ვოენპროექტი", "თბილქალაქპროექტი" და "თბილზნიიეპი" არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის და პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1997-2001წწ. საქართველოს ელექტრიფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო; 1985 წლიდან, თბილისის სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე, მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობებზე; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პროექტის ავტორი: "ქარიშხალას" სპორტული კომპლექსი ქ. თბილისში (რეალიზებული); რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის რეალიზებული პროექტი (მ. მერაბიშვილთან, გ. ჯაფარიძესთან, რ. ამაშუკელთან ერთად); კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმა (ბ. პოპიაშვილთან ერთად); პოლიკლინიკა 250 მომსვლელზე ქ. თბილისში (პროექტი); პიონერთა ბანაკი 240 ადგილზე დაბა კაბარდინკაში (არქ. ზ. გეწაძესწთან ერთად); თბილისისგენერალური გეგმის კონცეფცია (არქ. ვ. აფციაურთან ერთად); ტურისტული სასტუმრო 1000 ადგილით (არქ. ს. ზაალიშვილთან ერთად); ექსპერიმენტული საბავშვო ბაგა-ბაღი რთულ რელიფზე (პროექტზე); 21-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის ქუჩაზე (მშენებარე) და სხვა; იყო ეთიკისა და საავტორო უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე; პროფესორი (2004), სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2015 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.230-231; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: