The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა გოგუაძე

ცისანა გოგუაძე
დაბადების თარიღი:1932  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1954 წელს და მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ასპირანტურა 1961 წელს.

1954 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიების პროცესებისა და აპარატების კათედრაზე უფროს ლაბორანტად. 1959-1964 წლებში მივლინებული იყო მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 1964 წელს თბილისში დაბრუნებულმა მეცნიერმა პოლიმერების ქიმიისა და ტექნოლოგიის სფეროში გააგრძელა სამეცნიერო საქმიანობა. მისი კონკრეტული ინტერესების სფეროს ახალი მაღალმოლეკულური ნაერთების სინთეზთან და მათი სხვადასხვა სფეროში გმოყენებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. 90-იან წლებში ქიმიურ-ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სპეციალობა-ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია იხსნება და ც. გოგუაძე ამ ახალი სპეციალობის სასწავლო-საგანმანათლებო პროგრამის დამუშავებისა და საინჟინრო კადრების მომზადების ინიციატორია. იყო ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიისა, რომელთა უმრავლესობა უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. მისი ავტორობით გამოცემულია დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის; მისი ხელმძღვანელობით ბევრმა ასპირანტმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.37-39

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: