The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზაბახიძე

გიორგი ზაბახიძე
დაბადების თარიღი:1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1961 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" სისტემაში ოსტატად, ხოლო შემდგომ მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1961-1970წწ. უძღვებოდა თბილისში გაზსადენის გაყვანის სამუშაოებს; მონაწილეობდა "ბაქო-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა იტავაზის ქვიშის კარიერი საჩხერის რაიონში, თბილისის "ლაგუნა ვერეს" საცურაო კომპლექსი, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ვარკეთილის საფილტრაციო სადგური, საცხოვრებელი კორპუსები და საბაგირო გზა ვაზისუბანში, 10000 კვ.მ ტევადობის რეზერვუარები ვარკეთილსა და ლილოში, ქალაქის საბინაო სამმართველოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო კომპლექსი ლისის ტბაზე, რესტორანი "ბერიკონი"; აქტიურად იყო ჩართული "საგურამო-თბილისი-ავჭალის" წყალსადენის მაგისტრალის, არაგვის ნაპირსამაგრი ნაგებობების, "თბილისი-აეროპორტის" ავტომაგისტრალის და მრავალი სამეურნეო-კულტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; დანერგილი აქვს რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.231

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: