The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ზავრაშვილი

გელა ზავრაშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1991 წელს.

განაწილებით მუშაობას იწყებს მოსკოვის საერთაშორისო სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად და პრაქტიკულ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს, როგორც უბნის უფროსი სამოქალაქო მშენებლობის ხაზით, ასევე აქტიურად მონაწილეობს სამშენებლო ინდუსტრიის და მექანიზაციის განვითარების საქმეშიც; 2003-2008წწ. რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "დინმშენის" მექანიზაციის სამმართველოს გენერალური დირექტორია; 2008 წლიდან როგორც დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სათავეში უდგას სამშენებლო ორგანიზაცია "გროს ბულდინგს"; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია რუსეთში, განსაკუთრებით კი ქ. მოსკოვში ისეთი მრავალფუნქციური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიცაა: საცხოვრებელი კომპლექსები "ტრიუმფ პალასი", "ალიე პარუსა", "დომ ნა ბეგოვოი", სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოსკოვის ოლქის სოფ. ბარვიხაში, მრავალფუნქციური კულტურულ-გასართობი და სავაჭრო ცენტრი მოსკოვში მიკლუხო-მაკლაის ქუჩაზე (28 800 კვ.მ), საერთაშორისო სავაჭრო-საოფისე კომპლექსი ქ. მოსკოვში ნახიმოვის პროსპექტზე (29 930 კვ.მ), 17-25- სართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლი მოსკოვის ოლქის ქ. ხიმკიში, სოციალურ-ადმინისტრაციული საცხოვრებელი კომპლექსები "ფლოტილია" და "უტიოსოვი" ქ. მოსკოვში, დაწყებითი სასკოლო განათლების ცენტრი ქ. მოსკოვში მიტინსკის ქუჩაზე, მოსკოვის დიდი თეატრის მიმდებარე "ხამიკოვის სახლი" რეკონსტრუქცუია პეტროვკაზე და ა. შ.; აღსანიშნავია, რომ პროფესიული საქმიანობის პარალელურად იგი ხელმძღვანელობს კულტურულ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც მოქმედებს და პრაქტიკულად წარმართავს რუსეთსა და საქართველოს ხალხთა ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების საკითხებს კულტურის, მეცნიერების, სამართლის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროში; ამ ორ ქვეყანას შორის ერთიანი საინფორმაციო-კულტურული სივრცე ფორმირებისა და სრულყოფისათვის, საქმიან-საპარტნიორო და ეკონომიური კავშირების აღსადგენად, ასევე ჰუმანიტარული და საქველმოქმედო დახმარების აღმოსაჩენად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.231-232


გააზიარე: