The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ზაზუნაშვილი

ნიკოლოზ ზაზუნაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1989წწ. მუშაობდა არქიტექტორად, მთავარ არქიტექტორად; 1989 წლიდან საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ცენტრის მთავარი არქიტექტორია; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის რესტავრაციის განყოფილებაზე; მისი ძირითადი ნამუშევრებია: განთიადის სამნავიანი ბაზილიკის რესტავრაცია-კონსერვაცია (1979); წითელი საყდარი იგოეთში (1981); მარტყოფის გუმბათიანი ეკლესია (1981); ბოლნისის წმ. თევდორეს ეკლესია (1983); კასპის წმ. თევდორეს ეკლესია (1984); ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესია (1986); გოსტიბეს ეკლესია (1987); კაბერის ეკლესია (1987); შიომღვიმის ხუროთმოძღვრული ანსამბლი (1976); ბიჭვინთის ნაქალაქარის კონსერვაცია (1979); რატევანის წმ. გიორგის ეკლესია (1985); დუშეთის გუმბათიანი ეკლესია (1989); ნიკო ბურის სახლი მუხრანში (1988); თუშმალიშვილების ეკლესია მარტყოფში (1986); თბილისის N1 საშუალო სკოლის რესტავრაციის პროექტი და სხვა; არის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი; დაჯილდოებულია პრემიით "1996 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოებისათვის".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.232-233; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.164

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - პრემია "საგურამო" (ნომინაცია - ხელოვნება)
  • 1995 - ღირსების მედალი

გააზიარე: