The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა გოგოლაძე

ნათელა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2006  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლისუბანი, ჩოხატაურის რ-ნი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.

1948 წელს ქუთისის ტყავ-ფეხსაცმელების კომბინატში ლაბორატორიისა და ქიმიური საამქროს უფროსად დაიწყო მუშაობა. 1968-1998წწ. კომბინატის ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. მისი რამდენიმე გამოგონება წარმატებით დაინერგა და მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა მშობლიურ საწარმოს. ნ. გოგოლაძე დიდ გულისხმიერებასა და მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის პოლიტიკური ინსტიტუტის ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის სპეციალობის სტუტენტებისადმი, რომლებიც მის ლაბორატორიაში გადიოდნენ  სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას, ყოველმხრივ უწყობდა ხელს საწარმოში ახალგაზრდა სპეციალისტებს პროფესიულ დაოსტატებაში. ინჟინერ-ტექნოლოგი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.39-41


გააზიარე: