The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მავრ ზალდასტანიშვილი

მავრ ზალდასტანიშვილი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2016  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1964წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საპროექტო ინსტიტუტის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1964-1982წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ტრესტ "საქორგტექსოფლმშენის" მმართველად; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მიწისქვეშა სპეც-სამუშაოებისა და N9 სამშენებლო ტრესტების მთავარ ინჟინრად, საქართველოს სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ქ. რუსთავის სამშენებლო მასალათა კომბინატის დირექტორად; 1982-1994წწ. მუშაობდა სსრ კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს კავკასიის ტრესტის მთავარ ინჟინრად, საქართველოს პროფსაბჭოს გაერთიანებული კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, ტურიზმის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროს რეფერენტად; 1994-2000წწ. იყო სახელმწიფო კონცერნ "საქკურორტის" ვიცე-პრეზიდენტი; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისში, გორში, ქარელში, ბორჯომსა და ახალქალაქში საბინაო, სასკოლო, ჯანდაცვითი, კულტსაგანმანათლებლო, საწარმოო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, უმნიშვნელოვანესი პროდუქტების - ფილტროფერლიტისა და ტექნიკური ბამბის წარმოებას; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.233

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: