The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეშქენ I ჯაყელი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

სამხრეთ საქართელოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში. წყაროებში მოხსენიებული პირველი ჯაყელი. თუხარისის (ციხე-ქალაქი ტაოში) ერისთავი, ჯაყის (ციხე სამცხეში) მემამულე. სავარაუდოა, რომ მასვე ეკუთვნოდა სამცხის უძველესი ადმინისტრაციული ცენტრი ციხე-ქალაქი ოძრხე. ჯაყელმა ფარსმან თმოგველთან ერთად მხარი დაუჭირა ლიპარიტ IV ბაღვაშს საქართველოს მეფის ბაგრატ IV -ის (1027-1072) წინააღმდეგ ბრძოლაში. სამცხის მეორე დიდმა ფეოდალმა სულა კალმახის ერისთავმა კი (სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად) მეფეს უერთგულა და შეპყრობილი ლიპარიტი მიჰგვარა. ჯილდოდ ბაგრატ IV-მ მას უწყალობა ოძრხე და ციხისჯვარი. ამის შემდეგ ციხისჯვარელთა საგვარეულო ეცილება ჯაყელებს პირველობას სამცხეში. მიუხედავად ამისა, ჯაყელებმა, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც შეინარჩუნეს თავიანთი წარჩინებული მდგომარეობა და ჯაყის მფლობელობა XII საუკუნის 80-იან წლებამდე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547


გააზიარე: