The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი გოფმანი

ნელი გოფმანი
Date of birth:1917
Date of death:2005  (at 88 years)
Category:Engineer, Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

1941-1944წწ. გოფმანების ოჯახი გაასახლეს ჯერ ყაზახეთში, ხოლო შემდეგ- ბოლნისის რაიონში. საქართველოში დაბრუნებულმა ნ. გოფმანმა 1945 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო ქიმიის ინსტიტუტის სილიკატების ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო მუშაობა. 1946-1998წწ. ის საქართველოს პოლიტექნუკური  ინსტიტუტის ელექტროქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა და თავის ნიჭსა და უნარს არ იშურებდა ქვეყნისათვის საჭირო პროფესიული  და სამეცნიერო საკითხების გადაჭრაში. მისი სამეცნიერო მიმართულება ელექტროქიმიური ტექნოლოგია იყო და ამ სფეროში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, სახელმძღვანელო. მისი კვლევის შედეგები დანერგილია მაგნიუმის ჰიდტოელექტრომეტალურგიულ წარმოებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქის საწარმოთა გალვანოტექნიკოს-ინჟინრების სემინარებს, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქარხნის თანამშრომლებისათვის. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი (1959-1979), პროფესორი (1979-1987).

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.41-42

Awards and Honors

  • 1977 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
    სამუშაოთა ციკლის "მაგნიუმისა და მაგნიუმიანი დამჟანგველების მიღებისთვის"

Bibliography

  • გამოყენებითი ელექტროქიმია : დენის ქიმიური წყაროების, ლითონთა კოროზიისა და გალვანოტექნიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი (Author). - თბილისი, განათლება, 1973. - 356გვ.

Share: