Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი გოფმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1941-1944წწ. გოფმანების ოჯახი გაასახლეს ჯერ ყაზახეთში, ხოლო შემდეგ- ბოლნისის რაიონში. საქართველოში დაბრუნებულმა ნ. გოფმანმა 1945 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო ქიმიის ინსტიტუტის სილიკატების ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო მუშაობა. 1946-1998წწ. ის საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა და თავის ნიჭსა და უნარს არ იშურებდა ქვეყნისათვის საჭირო პროფესიული და სამეცნიერო საკითხების გადაჭრაში. მისი სამეცნიერო მიმართულება ელექტროქიმიური ტექნოლოგია იყო და ამ სფეროში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, სახელმძღვანელო. მისი კვლევის შედეგები დანერგილია მაგნიუმის ჰიდტოელექტრომეტალურგიულ წარმოებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქის საწარმოთა გალვანოტექნიკოს-ინჟინრების სემინარებს, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქარხნის თანამშრომლებისათვის. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი (1959-1979), პროფესორი (1979-1987). წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.41-42 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |