The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცარო გრიგოლაშვილი

ცარო გრიგოლაშვილი
დაბადების თარიღი:1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის საღამოს სწავლების დაკონსერვების ტექნოლოგიის  ფაკულტეტი 1974 წელს და  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის  ასპირანტურა.

1971-1978წწ. გორის საკონსერვო ქარხანაში (1994 წლიდან ს/ს "გორკონი") მუშაობდა მუშად, ბრიგადირად, ლაბორანტად, მიკრიბიოლოგად, ქიმიკოს-ანალიტიკოსად. 1978 წელს ის ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად (ტექნიკური  კონტროლის ფუნქციებით) დაინიშნა. 2000 წელს ც. გრიგოლაშვილი ს/ს. "გორკონის" მთავრი ტექნოლოგი, ხოლო  შემდეგ  "გორკონთან" არსებული შპს "ჯეო-კონცენტრატის" დირექტორის მოადგილეა. 2004 წელს ტრეინინგებისა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა მიჩიგანის (აშშ) უნივერსიტეტში, მსოფლიოში არსებული მოთხოვნების შესასწავლად  და გამოცდილების გასაზიარებლად, სადაც მიიღო  "საერთაშორისო კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის" სერთიფიკატი.

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.43-44


გააზიარე: