The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბოგვერაძე

გრიგოლ ბოგვერაძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 2001  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის №1 რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი 1944 წელს; როსტოვის კრინიგზის ტრანსპოსტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1966 წელს.

1956 წელს ბოგვერაძის ელმავალმა კაპიტალური რემონტის გარეშე პირველმა გაიარა 500 ათასი კმ., ნაცვლად 250 ათასი კმ-ისა; 1968 წლიდან თბილისის რკინიგზის პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორია; 1972 წლიდან თბილისის მშრომელთა დეპუტატების ლენინის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1974 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილების რაიონული პროფკომიტეტის თავმჯდომარე; სკკპ XXI ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 2. - თბ., 1977. - გვ. 438

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: