შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სევერიან ბუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია; სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში; 1920-1925წწ. ჰალეს, მარბურგისა და ისევ ჰალეს უნივერსიტეტებში. სწავლის შემდეგ მუშაობდა ცნობილ შვეიცარელ ფიზიოლოგთან პროფესორ ემილ აბდერჰალდენთან. დაამტკიცა იმავე პროფესორის სახელწოდებით მედიცინაში ცნობილი აბდერჰალდენის რეაქცია. მაშინდელ სამეცნიერო სენსაციად წოდებული სტატია აბდერჰალდენმა და ბუაძემ გამოაქვეყნეს 1930 წელს, ჟურნალ Fermentforschung-ის მე-11 ნომერში. ცნობილია, რომ ჰალეს უნივერსიტეტი მას იცავდა ნაცისტების წინაშე და მან 1933 წელს მოიპოვა პროფესორობის უფლება. ჰალეს უნივერსიტეტის არქივში იგი მოხსენიებულია პრუსიის მოქალაქედ და კათოლიკე ქრისტიანად. საბჭოთა უწყებებმა 1933 წელს საქართველოში ჩასვლა აუკრძალეს; 1934 წელს გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |