The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო ბადრიძე

ილიკო ბადრიძე
Legal name:ილია ბადრიძე
Date of birth:1878
Date of death:19 August, 1937  (at 59 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

მიიღო შინაური განათლება. 14 წლის ასაკში კახეთიდან ჩამოვიდა თბილისში და მოეწყო მუშად. 1896 წლიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. თავდაპირველად მუშაობდა ორგანიზატორად. 1902 წელს მე-2 რაიონიდან აირჩიეს რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრად. მონაწილეობდა არალეგალური სტამბების ორგანიზებაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, ტფილისში. 1911 წლის 7 სექტემბერს დააპატიმრეს ბაქოში, შემდგომ იჯდა მეტეხის ციხეში. 1913 წელს ციმბირში გადასახლება მიესაჯა, ხოლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის მიუხედავად დარჩა სამშობლოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921 წლის 26 დეკემბერს იგი დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს იგი დააპატიმრეს და 19 აგვისტოს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.168

Member of Organizations

  • რსდმპ ტფილისის კომიტეტი, წევრი (1902-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, წევრი (1917-)

Share: