The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ბერიშვილი

პავლე ბერიშვილი
Date of birth:1891
Date of death:17 November, 1937  (at 46 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი. 

დაამთავრა ონის სამოქალაქო სასწავლებელი.

სწავლობდა ბაქოში, ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ლითონის დამუშავება და ხარატობა. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შემდგომ პერიოდში იგი დააკავეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ენისეისკში. საქართველოში 1935 წელს დაბრუნდა. 1937 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და 17 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს. 1989 წლის 17 ნოემბერს იგი რეაბირიტირებულია კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.173

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქცია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: