The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაბლიანი

გივი გაბლიანი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 2001  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

მედიცინას ჯერ თბილისში სწავლობდა, შემდეგ მიუნხენში.

მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში; მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წელს დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის "ტამარა-II"-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასახლდა ნიუ-ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. გაბლიანის ვრცელი მოგონებები მეორე მსოფლიო ომზე ქართულად ითარგმნა და გამოიცა 1998 წელს. ქართველი სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.109

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი მოგონებანი : მეორე მსოფლიო ომი (ავტორი) // ტ. 1. - თბილისი, ალ. ორბელიანის საზ-ბა, 1998. - 336გვ.

გააზიარე: