The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუგლას ზამთარაძე

დუგლას ზამთარაძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1939
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 2022  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა, თანაავტორებთან ერთად, სასოფლო სამეურნეო ცენტრების გეგმარებაზე, ასევე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სასოფლო დანიშნულების შენობა-ნაგებობების გეგმარებაზე. მათ შორის აღსანიშნავია ქ. ბათუმის დელფინარიუმი (1965), სამხატვრო ტექნიკუმი (1967). 1964 წლიდან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ქ. ბათუმში სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში; 1989-1992წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1992-1998წწ. ამავე ორგანიზაციის დირექტორი; 1998 წლიდან შპს "გონის" და შპს "დ. ინტერპროექტის" დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.234; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირი: m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1965-)
  • მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: