The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზარანდია

გიორგი ზარანდია
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1984  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

1959-1972წწ. მუშაობდა ქ. ორჯონიკიძეში, მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, განყოფილების უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1972 წელს გადაიყვანეს "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოში უფროსის მოადგილედ (1972-1979); 1979-1982წწ. პირველ მოადგილედ; 1982-1984წწ. უფროსად. დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.234-235

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: