The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბოგდან ზატუაშვილი

ბოგდან ზატუაშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948-1953წწ. მუშაობდა უკრაინაში, დონბასის შახტებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1953 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ქუთაისშახტმშენის" მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1971 წლიდან საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე და სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უფროსი იყო; 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოს, იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "საქსახმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; მუშაობა გააგრძელა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს წამყვან ექსპერტად და ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო-სამრეწველო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობას; არაერთგზის იყო არჩეული ქუთაისისა და თბილისის საქალაქო საბჭოებისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (1976-1981).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.235; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: