Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბოგდან ზატუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1953წწ. მუშაობდა უკრაინაში, დონბასის შახტებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1953 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ქუთაისშახტმშენის" მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; 1971 წლიდან საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე და სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უფროსი იყო; 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოს, იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "საქსახმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; მუშაობა გააგრძელა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს წამყვან ექსპერტად და ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო-სამრეწველო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობას; არაერთგზის იყო არჩეული ქუთაისისა და თბილისის საქალაქო საბჭოებისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (1976-1981). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.235; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |