The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ზაქარეიშვილი

თენგიზ ზაქარეიშვილი
Date of birth:15 July, 1940
Date of death:10 April, 2019  (at 78 years)
Burial location:დიღმის სასაფლიაო, თბილისი
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1968წწ. მიწისძვრისგან დაზიანებული ქ. ტაშკენტის აღდგენით სამუშაოებზე, მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად;1968-1977წწ. N2 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1981წწ. იყო ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1981-1984წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1984-1991წწ. რუსთავის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი; 1991-1996წწ. მონაწილეობდა ქ. გროზნოს აღდგენით სამუშაოებში; 1996 წლიდან იყო სამშენებლო დარგის სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტის მშენებლობას; დაჯილდოებულია საქართველოსა და ჩეჩნეთის სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

Share: