The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ზედგენიძე

ალექსანდრე ზედგენიძე
Date of birth:30 July, 1919
Date of death:1984  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით 1945 წელს.

1946 წლიდან იყო ზემოაღნიშნული ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყალმომარაგების კათედრის ასპირანტი, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ასისტენტი და დოცენტი; 1961 წლიდან ირჩევენ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგების და წყალარინების კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებას; იყო კომუნალური მეურნეობის დარგის მრავალი სპეციალისტის აღმზრდელი და ამ დარგის მოამაგე; მისი ინიციატივით კათედრასთან დაარსდა კომუნალური და სამრეწველო წყალმომარაგების და წყალარინების სამეცნიერო-საკვლევი დარგობრივი ლაბორატორია, რომელმაც შემოიკრიბა ამ დარგში მომუშავე რესპუბლიკის წამყვანი სპეციალისტები; დაჯილდოებული იყო არაერთი სახელმწიფო ორდენითა და მედლით; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს. პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236


Share: