შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ჭიღვარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე ინჟინერ-მექანიკოსის სპესიალობით 1969 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა ბათუმის ნავსადგურის სატვირთო რაიონის უფროსად. 1972 -1980წწ. ნავსადგურის უფროსის მოადგილედ ექსპლუატაციის დარგში; 1980-1982წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ ფლოტისა და ექსპლუიტაციის დარგში; 1982-1991წწ. მოღვაწეობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის თანამდებობაზე. დიდია ჯ. ჭიღვარიას ღვაწლი მე-20 საუკუნის 80-90 -იანი წლების პერიოდში საქართველოს საზღვაო- სავაჭრო ფლოტის და უპირველესად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს განვითარებაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვაო-სავაჭრო ფლოტის სისტემაში, მისი, როგორც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გენერალური დირექტორისთვის, გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა. ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის საწყის ეტაპზე მაშინ, როცა სხვა სანაოსნოები კრიზისმა მოიცვა, მან ძალიან მოხერხებულად გამოიყენა თავისი მენეჯერული და პიროვნული თვისებები და ქართული ფლოტი შეავსო ახალი გემებით. შიძლება ითქვას, რომ ეს იყო სანაოსნოს ოქროს ხანა. ის იყო შეუპოვარი და პრინციპული ადამიანი. ქართული ნაოსნობის ისტორიაში მისი სახელი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ცხოვრების ბოლო წუთამდე ოცნებობდა აღდგენილიყო ქართული სავაჭრო ფლოტი, რომელიც მისი გადადგომის შემდეგ სხვადასხვა პერიოდის წინა ხელისუფალის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად იქნა განადგურებული. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |