შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ზედელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1969-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "გიპროკინოში"; 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, რომლის დამთავრების შემდეგ 1978 წლამდე მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1983-1993წწ. მუშაობდა ქ. თბილისის N2 სახლმშენებელი კომბინატის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ მშენებლად, კომბინატის დირექტორად; 1994-2003წწ. სააქციო საზოგადოება "ბურჯის" გენერალური დირექტორი იყო; 2004 წლიდან მუშაობს შპს "აქსისის" უბნის უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა გლდანის, ვარკეთილის, დიდი დიღმის, ფონიჭალის საცხოვრებელი მასივები ქ. თბილისში; მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონში აღდგენილ იქნა საცხოვრებელი სახლები და სხვა დანიშნულების ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236-237 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |