შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ზინზიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1983წწ. მუშაობდა გაერთიანება "ცენტრმეტალურგრემონტში" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეკონსტრუქციაზე ოსტატად; 1983-1997წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სახლსაშენ კომბინატში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1997-2001წწ. სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენში" მთავარ მშენებლად; 2001-2006წწ. სს "თბილისში" უბნის უფროსად; 2006-2008წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფირმა შპს "თბილისი-VI"-ს; 2008 წლიდან შპს "თბილისი-2-ის" დირექტორია; მონაწილეობდა მიწისძვრისგან დაზარალებული საჩხერის რაიონის შენობა-ნაგებობების აღდგენაში, საქართველოს საფეხბურთო ბაზის რეკონსტრუქციაში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მაგისტრალური გაზსადენის, სავაჭრო ცენტრის, რესტორან "ასტორიის" (თბილისში) მშენებლობაში; ფოთში, ქუთაისში, თიანეთში, ხაშურსა და გარდაბანში სამედიცინო დაწესებულების, ადმინისტრაციული და სასამართლო შენობების სარეკონსტრუქციო და სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებში; ხელმძღვანელობდა უკრაინის საელჩოს მშენებლობას ქ. თბილისში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.237 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |