შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურვან ჯაყელი![]()
ბიოგრაფიაყველის (ციხე-ქალაქი ჯავახეთში) ერისთავი. მისი სახელი უნდა იკითხებოდეს ჯაყელთა საგვარეულო სამარხის - ალის წმინდა გიორგის ეკლესიის ეკვტერის XI საუკუნის სამშენებლო წარწერის დაზიანებულ ნაწილში, როგორც ამ ეკვტერის ამშენებლისა. ამავე წარწერაში მოხსენიებულნი არიან ჯაყელთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებიც: ერისთავთერისთავი ბოცო, ივანე და ბეშქენი. "მატიანე ქართულისა" გვამცნობს, რომ XI საუკუნის 60-იან წლებში, ბაგრატ IV-ის ბრძანებით, ჯაყელი თავისი ლაშქრით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქვაბულისძესთან ერთად, დაედევნა ქართლში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონს და გააქცია. სამხრეთ საქართველოს წაჩინებული ფეოდალი XI საუკუნის II ნახევარში. წყაროებში მოხსენიებულ ჯაყელთა საგვარეულოს მეორე წარმომადგენელი ბეშქენ I ჯაყელის შემდეგ, შესაძლოა მისი შვილიც. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |