შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ზოდელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1940 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; სამამულო ომის დაწყებისთანავე, სამუშაოდ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, კრასნოდარის მხარეში, სადაც მე-9 არმიის N1 სამშენებლო სამმართველოში მუშაობდა; სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა, მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტში; 1943 წლიდან იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი და სექტორის გამგე; 1945 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად; 1946-1953წწ. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, რესპუბლიკური გაერთიანება ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. არის ომისა და შრომის ვეტერანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.237-238; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |