The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ზურაბაშვილი

ზურაბ ზურაბაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; იყო ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა რიგი ადმინისტრაციული, სამრეწველო და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებაში; გლდანის VII და ზღვის უბნის III მიკრორაიონების, 300-ბინიანი საცხოვრებელი სახლისა და კვარტალის (ქ. ტიუმენში, დასავლეთი ციმბირი) განაშენიანებაში, "დოსააფის" საზღვაო სასკოლო კომპლექსის, თბილისის ლენინის რაიკომის შენობის, გარემოს დაცვის გამოთვლითი ცენტრის, საქართველოს დიზაინერთა ფონდის სასწავლო-საწარმოო კომპლექსის (თბილისში), კასპის ცემენტის ქარხნის და სხვა ობიექტების მშენებლობაში; დაჯილდოებულია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.238


გააზიარე: