The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია გრძელიძე

მაია გრძელიძე
დაბადების თარიღი:1964  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1987 წელს და ამავე ინსიტუტის ასპირანტურა სპეციალობით "ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერეო ნაკეთობათა ტექნოლოგია. 

2006 წლიდან საქართველოს აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის  "გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიის" დეპარტამენტში მუშაობს. მ. გრძელიძის  სამეცნიერო მუშაობის პროფილის და ინტერესების სფეროს საქართველოს მოსახლეობის ტერფების ანთროპრომეტრიული კვლევა და სტატისტიკური ანალიზი, მოზარდთა ტერფების პათოლოგიები და მათი აღმოფხვრის გზების ძიება, ზომითი ასორტიმენტის აგების მეთოდები, ტერფის ზომითი დიაგნოსტიკისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილებების კონსტრუქციები, ორთოპედიული ფეხსაცმლის დამზადების ტექნილოგიური თავისებურებანი, სტატისტიკური მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, ნაწარმის კომპიუტერული მოდელირება და ტექნიკური ანგარიში წარმოადგენს. 2006 წელს მ. გრძელიძემ დეპარტამენტის მეცნიერთ ჯგუფთან ერთად მოიპოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი თემაზე: "საქართველოს სამხედრო ფორმირებებისთვის სპეცფეხსაცმლის შემუშავება"(თემის მეცნიერ-კონსტრუქტორი და მენეჯერი). 2007 წელს მან და მისმა ჯგუფმა კიდევ ერთი გრანტი მოიპოვა თემაზე: "პათოლოგიური ტერფების მქონე ბავშვებისათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური ფეხსაცმლის შემუშვება" (თემის ავტორი, მენეჯერი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). გამოქვეყნებული აქვს 170  სამეცნიერი სტატია, ოთხი გამოგონება და 22 სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო. არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2002). მინიჭებული აქვს დოქტორის აკდემიური ხარისხი (2006), ასისტენტ პროფესორი (2006 წ), ასოცირებული პროფესორი (2010 წ), პროფესორი (2014). 2015 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. 

სადისერტაციო თემა -" აპარატურისა და ასორტიმენტის კლასიფიკაციის მეთოდის შემუშავება ოპტიმალური ფეხსაცმლის შერჩევის დიაგნოსტიკისთვის".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.46-48

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: