The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაში

დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მაჰაჩყალა.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1937 წელს.

იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1937 წლიდან, ხოლო 1968 წლიდან უკვე პროფესორია. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ჟანრული მრავალფეროვნება. ნამუშევრები: "ზეიმი კოლმეურნეობაში", "სამგორი" (1949, ორივე საქართველოს მხატვართა კავშირი, თბილისი); განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობს პორტრეტის ჟანრში: ა. ციმაკურიძე (1951), ი. შარლემანი (1951), ვ. შებუევი (1953-ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ჭ. ამირეჯიბი (1983), თ. ციციშვილი, ვ. ბერიძე, ლ. რჩეულიშვილი (ყველა 1985, მხატვრის სახელოსნო, თბილისი) და სხვა. ფერმწერი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: