შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1961-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიაში" ოსტატად, საამქროს უფროსად; 1972-1979წწ. იმავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" ლითონის კონსტრუქციების კომბინატის დირექტორად; 1979-1999წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ლითონკონსტრუქციაბის ქარხნის დირექტორი; 1999 წლიდან სს "ლითონკონსტრუქციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი სამრეწველო-სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. მათ შორისაა თბილისის სპორტის სასახლე, სასტუმრო "ივერია", "აჭარა", თემქის, მუხიანის საცხოვრებელი მასივები და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.239
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |