The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ თაბაგარი

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1965 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; მუშაობდა ინჟინრად "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში; იმავე წელს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1967-1981წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში სხვადასხვა უბნებზე ოსტატისა და უბნის უფროსის თანამდებობაზე; 1981-1987წწ. "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო; 1987-1999წწ. სამშენებლო ტრესტ "კავკასგვირაბმშენში" ჯერ საგვირაბო რაზმის და შემდეგ სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.239

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: