The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ თავდგირიძე

მიხეილ თავდგირიძე
Date of birth:7 March, 1909
Date of death:22 February, 1995  (at 85 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საინჟინრო ელექტრო-ტექნიკის ფაკულტეტი 1934 წელს.

1932-1948წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლელექტრომონტაჟში" სამუშაოთა მწარმოებლად, სოფლის ელექტროფიკაციის სარაიონთაშორისო კანტორების უფროსად; 1948 წლიდან ამავე ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად გადაიყვანეს; 1953 წელს მუშაობდა ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1954 წლიდან ტრესტის მმართველია, შემდგომ მუშაობდა ამავე ტრესტში მთავარ ტექნოლოგად; იყო გაერთიანება "საქსოფლტექნიკისა" და "საქმთავარენერგოს" კოლეგიის წევრი; ხელმძრვანელობდა საბჭოთა მეურნეობის ელექტრიფიცირების სამუშაოებს, რისთვისაც 240-მდე მცირე და საშუალო სიმძლავრის სასოფლო ჰიდროსადგური ააშენა; მისი თაოსნობით ელექტროხაზების გამძლეობის გაძლიერების მიზნით ხის ბოძების რკინაბეტონის საძირეებისა და ანძების დამზადება იქნა ათვისებული; ელსადგურებისა და ქვესადგურების მშენებლობისათვის რკინის კონსტრუქციებისა და ელექტროგამანაწილებელი ფარების დამზადება დაინერგა; სამუშაოთა გაიაფების მიზნით, არაერთი რაციონალიზატორული წინადადება აქვს შემუშავებული და დანერგილი; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.239-240; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.141

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: