The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გინა გურეშიძე

გინა გურეშიძე
Date of birth:1964  (61 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1990-1994წწ. მუშაობდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1997 წელს იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2006 წელს კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად. 2007 წლიდან გინა გურეშიძე საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული აქვს 2 მეთოდური მითითება, სახელმძღვანელო და 40 სამეცნიერო სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოცენტი (1994), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2006-2013); 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ტექნიკის დოქტორი.

 საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსუბუქი ბეტონის საკედლე პანელების ბზარმედეგობის გაზრდა რღვევის მექანიკის პოზიციიდან".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.48-49; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი: construction.gtu.ge

Bibliography


Share: