The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჯაში

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1984  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, ოზურგეთის მაზრა (ახლანდელი სამტრედიის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1924 წელს.

1930-1935 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო ნაწილში, 1941-1973 წლებში - პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში; 1931-1934 წწ. და 1941-1981 წწ. ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე. ი. ჯაშის მეთოდური მითითებები "სოციალისტურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაცია" (1957, 1963) გამოყენებულია სსრკ უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი საგნის მეთოდურ მითითებებში. მისი მონაწილეობით შედგენილი მუხრანის სასწავლო მეურნეობის საორგანიზაციო გეგმა სანიმუშოდ იქნა აღიარებული სსრკ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებისათვის. თანაავტორი და რედაქტორია დამხმარე სახელმძღვანელოებისა: "მებაღეობისა და მევენახეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში" (თბ. , 1954); "მემინდვრეობის ორგანიზაცია" (თბ., 1954); "მებოსტნეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში" (1953); "სუბტროპიკული მეურნეობის ორგანიზაცია" (თბ.,1951) და სხვა. მიღებული აქვს ნ. ი. ვავილოვის ოქროს მედალი და ორდენები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547-548

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: