The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ჯახუა

კირილე ჯახუა
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1969  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი. 

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1926 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს.

1924 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1931 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში. ხასანის ტბისა და ხალხინ-გოლის ბრძოლების მონაწილე. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940). დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მონაწილეობდა სტალინგრადის, კურსკის, კორსუნ-შევჩენკოს, იასი-კიშინიოვის ბრძოლებში, აგრეთვე ბუდაპეშტისა და ვენის განთავისუფლებაში. იყო მსროლელი პოლკის, მსროლელი დივიზიის მეთაური. დაჯილდოებულია 13 ორდენითა და მედლებით. საბჭოთა გენერალ-მაიორი (1942).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.549

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: