შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზა დანელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1957 წელს და ასპირანტურა ანალიზური ქიმიის კათედრაზე 1970 წელს. 1958-1963წწ. ტრესტ "იჟმშენის" მე-4 სამშენებლო სამმართველოს ტექნიკურ განყოფილებაში იმუშავა ინჟინრად. 1967 წელს ის ანალიზური ქიმიის კათედრაზე იწყებს მუშაობას ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლად(1971) და დოცენტად. 1980 წელს გარემოს დაცვის კათედრა შეიქმნა და ა. დანელიამ ამ კათედრაზე გააგრძელა მოღვაწეობა სასწავლო ნაწილში კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე; ამავე წელს იყო დ. მენდელეევის სახ. საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური სამმართველოს გარემოს დაცვის სექციის თავჯდომარის მოადგილე; წლების მანძილზე ის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო. არის 36 სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და მრავალი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მონაწილე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი. წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.50-51 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |