შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გედევანოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი; პავლოვსკის პირველი სამხედრო სასწავლებელი პოდპორუჩიკის წოდებით 1889 წელს; გენერალური შტაბის ნიკოლაევსკის აკადემია. მსახურობდა ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკში; 1893 წლიდან პორუჩიკი; 1900 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1901 წლიდან კაპიტანი; 1907 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1910 წლიდან პოლკოვნიკი; 1914 წლიდან მსახურობდა 155-ე ქვეითთა კუბინსკის პოლკში. 1914 წლიდან კავკასიის მე-2 მსროლელთა პოლკის ოფიცერი; 1914 წლიდან სოხუმის ქვეითთა 203-ე პოლკის მეთაური; 1915 წლიდან გენერალ-მაიორი; 1917 წლიდან 51-ე ქვეითთა დივიზიის მთვარსარდალი; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში; 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის კომენდანტი; გარკვეულ ხანს იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1921 წ-ის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა წითელ ჯარში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ქართული ჯარის გენერალი. რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.87- 88; ria1914.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |